ჰამამი 30/60 წთ - 150/225ლარი
წყვილის ჰამამი (60 წთ) - 370 ლარი
აღმოსავლური აბანო-ჰამამი
აღმოსავლური აბანო ყოველთვის ითვლებოდა ჭეშმარიტი სიამოვნების წყაროდ. ხშირად ხდებოდა სხვა რელიგიების ტაძრებისა და აქა-იქ შემორჩენილი რომაული თერმების გადაკეთება ჰამამად. ამ ტიპის აბანოს განმასხვავებელი თვისებაა განსაკუთრებული ტემპერატურული რეჟიმი. ის არ არის ისეთი ცხელი, როგორც ჩვეულებრივი აბანო ან საუნა (ტემპერატურა 30°C-დან 55°C-მდე მერყეობს), იდეალურია მათთვის, ვისაც არ უყვარს ან ვინც ვერ იტანს მაღალ ტემპერატურას. ბევრისთვის აბანოში წასვლა განსაკუთრებული რიტუალი და, საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილია. ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება იმსჯელო საქმეებზე, გაიგო და გაუზიარო ახალი ამბები. კანის ღრმა წმენდისა და ორგანიზმის დეტოქსიკაციის გარდა ჰამამი განთქმულია ნერვულ სისტემაზე დადებითი ზემოქმედებით. აღმოსავლური აბანო დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ სტრესს, დეპრესიას, შფოთვას, ხოლო ქაფის მასაჟი, რომელსაც აბანოში აკეთებენ, ებრძვის კუნთების ტკივილს და მაღალ წნევას. ჰამამში მისვლა გულისხმობს არა მარტო ტრადიციულ „გახურებას“ ორთქლის აბანოში, არამედ მთელ რიგ თანმდევ კოსმეტიკურ პროცედურებსაც: მასაჟებს, პილინგს, ტანის ნიღბებს.