ჩვენს შესახებ

სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი Sam Raan – ეს უნიკალური და საუცხოო კომპლექსია, რომელშიც შეგიძლიათ დატკბეთ განსაკუთრებული რიტუალებითა და სპაპროცედურებით მთელი მსოფლიოდან, ისეთებით, როგორიცაა ტაილანდური მასაჟი, აღმოსავლური აბანო, გადახვევის ევროპული ტექნიკები, ჰიმალაიური მარილის ოთახი, ფლოტაცია (ტივტივი) მკვდარი ზღვის მინერალებიან აუზში, აზიური აბაზანები და სხვა მრავალი მომსახურება.

აუზი და ტრენაჟორების დარბაზი კარდიოვასკულარული სავარჯიშო მოწყობილობებით დაგეხმარებათ კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაში. ინსტრუქტორები და მწვრთნელები თქვენი თანმხლებნი იქნებიან ვარჯიშის დროს. ჩვენთან გატარებული დრო აღგიდგენთ ენერგიას და რელაქსაციას მოგგვრით. სპა ცენტრი Sam Raan არის ადგილი, სადაც სილამაზე და სიმშვიდე უსასრულოდ გრძელდება. აქ სუფევს მაგიური ატმოსფერო, რომლის შექმნაშიც ჩვენი კვალიფიციური და საკუთარი საქმის მოყვარული პერსონალი მონაწილეობს.

ჩვენს ურბანულ ოაზისში თქვენ კვლავ დაიბრუნებთ სულის, სხეულისა და გონების სიმხნევეს და დაიმუხტებით ახალი ენერგიით. აღმოაჩინეთ საკუთარი თავისთვის Sam Raan სპას სამყარო და ჩვენ დაგეხმარებით ჩაწვდეთ მუდმივი ახალგაზრდობისა და სილამაზის საიდუმლოებებს.

სპა-ცენტრის მფლობელია კომპანია "კონფიდენს გრუპი", ს/კ 205279884, 300 არაგველის 24, თბილისი, საქართველო. http://confidencegroup.ge/


მეჰრიბან მურადოვა - არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, საქართველოს და ამიერკავკასიის საუკეთესო სპა-ცეტრის "Sam Raan Spa & Wellness Center"-ის დიზაინი ქ-ნ მეჰრიბან მურადოვას

ირაკლი ალასანია - ქართველი პოლიტიკოსი - "სამ რაან სპა-ცენტრში არის საოცრად ჰარმონიული გარემო ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებისთვის. თანამედროვე სავარჯიშო დარბაზი და უკეთილესი ადამიანების ბრწყინვალე პროფესიული გუნდი, ყველა პირობას ქმნიან სრულყოფილი ფიზიკური განვითარებისთვის. მიხარია თქვენთან სავარჯიშოდ მოსვლა."

ნინი ბადურაშვილი - პოპ-ვარსკვლავი - "სამ რაან სპა-ცენტრი არის ჩემთვის ყველაზე დიდი განტვირთვის საშუალება, ამასთანავე ყველაზე სასიამოვნო ადგილი თბილისში, უმაღლესი ხარისხის მომსახურებითა და საოცარი გარემოთი! დიდი მადლობა პასპინძლობისთვის!"