სპა ეტიკეტი
ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ სპა ეტიკეტის შესახებ, რათა მიიღოთ მაქსიმალური სიმშვიდე, რომელსაც იმსახურებთ.
სპა გარემო სიმშვიდისა და დასვენების ატმოსფეროა. გთხოვთ, პატივი სცეთ სხვა სტუმრების სიმშვიდეს და კონფიდენციალურობას. გთხოვთ, თავი შეიკავოთ მოწევისგან, მობილური ტელეფონებისა და კამერების გამოყენებისგან. რეკომენდებულია, ყველა ძვირფასი ნივთი სეიფში დატოვოთ. სპა არ იღებს პასუხისმგებლობას დაკარგულ ნივთებზე. სპა ცივრცეებში გადაადგილება დასაშვებია საცურაო კოსტუმითა და ხალათით.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები: გთხოვთ, დაუყოვნებლივ გვაცნობოთ ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემის, ალერგიის ან დაზიანების შესახებ.
სპა გამოცდილება: თქვენი კომფორტისთვის, სპა უზრუნველყოფს პირსახოცებს, ჩუსტებს, ხალათებს და ყველა სხვა ერთჯერად ნივთს, რომელიც საჭიროა თქვენი ვიზიტის დროს. გთხოვთ, თან იქონიოთ საცურაო კოსტუმი.
ჯავშნები: რეკომენდებულია წინასწარ დაჯავშნა სასურველი დროის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. სპა პროცედურებთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე +995577228013.
გთხოვთ, მობრძანდეთ სპაში დაგეგმილ ვიზიტამდე ერთი საათით ადრე, რათა გამოიყენოთ ჩვენი სარელაქსაციო ზონები, და მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება.
ორსულობა: გთხოვთ, გვაცნობით თქვენი მდგომარეობა რომ დაგეხმაროთ შესაბამისი სერვისების შერჩევაში. გირჩევთ, ჯერ ექიმთან კონსულტაცია გაიაროთ.
მინიმალური ასაკი: სპა-ცენტრში შესვლის მინიმალური ასაკი 16 წელია.
დაგვიანებისა და გაუქმების პოლიტიკა: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაგვიანებულმა მოსვლამ შესაძლოა პროცედურის დრო შეამციროს შემდეგი სტუმრის ჯავშნის გამო. გთხოვთ, გაუქმების შესახებ მინიმუმ 24 საათით ადრე გვაცნობოთ. 24 საათზე ნაკლები ვადით შეტყობინების შემთხვევაში, თქვენ ჩამოგეჭრებათ პროცედურის თანხის 20%.


