ულტრაეფექტური დამატენიანებელი პროცედურა გამოირჩევა ინტენსიური დამატენიანებელი მოქმედებით. თვალნათლივ აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და მატებს ბზინვარებას. უზრუნველყოფს კანის ოპტიმალურ დატენიანებას. - დემაკიაჟი - კანის გაწმენდა - სახის მასაჟი - დამატენიანებელი სახის ნიღაბი - სახის დამატენიანებელი კრემის Thirst-Relief Melting Cream დატანება სახისა და კისრის არეში
სახის კანის დამამშვიდებელი პროცედურა ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, მცირდება სიწითლე, აუმჯობესებს კანის დამცველობით ფუნქციას.
გამაახალგაზრდავებელი ნაოჭსაწინააღმდეგო გამამკვრივებელი პროცედურა პროცედურა გამოირჩევა მაღალეფექტურობით, ხდება კანის რესტრუქტურიზაცია, კოლაგენის სინთეზის აქტივაცია, კანი ხდება გლუვი და მკვრივი, მცირდება ნაოჭების სიღრმე და რაოდენობა.
გარემო ფაქტორებისგან დაბინძურებული კანის მოვლის პროცედურა "CITYLIFE" კანი ყოველდღიურად განიცდის გარე ფაქტორების უარყოფით ზემოქმედებას, როგორიცაა გამონაბოლქვი აირებისა და მტვრის დაბინძურება. კანის ზედაპირზე დაგროვებისას, მტვრის ნაწილაკებმა შეიძლება გამოიწვიონ ჟანგვითი სტრესი, რომელიც ხშირად იწვევს ჰიპერპიგმენტაციას. პროცედურის შედეგად ხდება კანის ბუნებრივი ფუნქციონირების შენარჩუნება და ინტენსიური დატენიანება, ქრება დაღლილობის ნიშნები, კანი იბრუნებს ჯანსაღ ფერს და იერს.
ღრმა წმენდის პროცედურა (წმენდა & დატენიანება) ტარდება პროფესიონალური საწმენდი აპარატით. ეს თანამედროვე აპარატი ნაზად აშორებს ჭუჭყს, ცხიმს, შავ წერტილებსა და მკვდარ უჯრედებს, ამასთანავე ასუფთავებს და ავიწროებს ფორებს. შემდეგ ეტაპზე კანი გადადის ღრმა დატენიანებაზე. გამოიყენება მკვებავი შრატი და დამამშვიდებელი ნიღაბი, რაც ხელს უწყობს ტენიანობის ბალანსის აღდგენას, კანის ელასტიურობის გაუმჯობესებას და ანიჭებს მას სირბილეს, სინაზესა და ბრწყინვალებას. ღრმა წმენდა - 75 წთ - 210 ლარი ქიმიური პილინგი - 30 წთ - 100 ლარი
სახის ოქროს პროცედურა - 60 წთ - 190 ლარი აახალგაზრდავებს კანს, ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს, ატენიანებს, ხდის გლუვს და მკვრივს. ათავისუფლებს კანს ზედაპირული მკვდარი უჯრედებისგან, აუნჯობესებს კანის სტრუქტურას, უბრუნებს ჯანსაღ ელფერს.
ინტენსიურად დამატენიანებელი და აღმდგენი სახის მოვლა დამატენიანებელი პროცედურა, რომელიც აღადგენს კანის სტრიქტურას, ატენიანებს და კანს უბრუნებს სირბილეს, სიახლესა და ბუნებრივ ბზინვარებას. ენზიმური ექსფოლიაცია კანის წმენდა და დეტოქსიკაცია სახის დამატენიანებელი და მკვებავი მასაჟი ინტენსიური დატენიანება შრატისა და ნიღბის კომბინაციით Age Optimal ან Facial Contour კრემისა და თვალის ირგვლივ ზონისთვის შესაბამისი პროდუქტის წასმა
სახის RF-ლიფტინგი რადიოტალღები ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, რაც უზრუნველყოფს მკვრივ, გლუვ და ახალგაზრდულ კანს. * სახის კონტურის ლიფტინგი და დაჭიმულობა * ნაოჭების და წვრილი ხაზების შემცირება * კანის ტონისა და სტრუქტურის გაუმჯობესება ხანგრძლივობა 20 წთ
თვალის ირგვლივი კანის მოვლის პროცედურა კანი თვალის ირგვლივ განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. თუ სახის კანის ინტენსიური მოვლა 25-30 წლიდან უნდა დაიწყოს, თვალების ირგვლივ კანი 20 წლიდან მოითხოვს მოვლას. თვალის ირგვლივი კანის მოვლის პროცედურა აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ასტიმულირებს კოლაგენის წარმოქმნას, რის ხარჯზეც კანი ხდება უფრო ელასტიური და ახალგაზრდული, მცირდება თვალის ირგვლივი შავი ლაქები და შეშუპება.
მზად ხართ უმაღლესი მოდუნებისა და განახლებისთვის? დაჯავშნეთ ჩვენი დაცული ონლაინ სისტემით.
+995 32 215 77 15
+995 32 215 88 15
+995 577 228 013
info@samraan.com
ყოველდღე: 10:00 - 22:00
Sam Raan © 2026