გადახვევის პროცედურა გადახვევის პროცედურის დროს სხეულზე უსმევენ თიხას ან სხვა სპეციალურ ნარევს ღრმა დეტოქსიკაციის, ანთების ჩაცხრობისა და მთელი ორგანიზმის სტიმულირების მიზნით. აერთიანებს რა საკუთარ თავში დედამიწის მთელ სიმდიდრეს, სამკურნალო თიხა გვეხმარება შევამციროთ ცელულიტის წარმოქმნის რისკი და გამოვდევნოთ ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე. სხეული ივსება ახალი ენერგიით, კანი ხდება რბილი და აბრეშუმივით გლუვი.
სკრაბი - 30 წთ - 210 ლარი შოკოლადის / ყავის / ფორთოხლის / მწვანე ჩაი / ალოე ვერა / ლავანდა / ოქროს სკრაბი & გადახვევა - 70 წთ - 320 ლარი სკრაბების, კრემ-სკრაბებისა და ზეთოვანი სკრაბების მრავალფეროვანი არჩევანი საშუალებას გაძლევთ გაიწმინდოთ კანი ზედაპირული მკვდარი უჯრედებისგან, დაიტენიანოთ და განაახლოთ იგი. თქვენს მიერ შერჩეული არომატები კი პროცედურას უფრო სასიმოვნოს გახდის.
გთავაზობთ აბაზანის მრავალფეროვან არჩევანს - ვარდის, ლავანდის, ღვინის, რძის, მცენარეული. აბაზანის მიღების შემდეგ ტარდება მთელი სხეულის წმენდა ზედაპირული მკვდარი უჯრედებისგან - ექსფოლიაცია. ღვინის აბაზანა (აბაზანა + მთელი სხეულის სკრაბი) - 280 ლარი მცენატერული აბაზანა (აბაზანა + მთელი სხეულის სკრაბი) - 280 ლარი ვარდის აბაზანა (აბაზანა + მთელი სხეულის სკრაბი) - 280 ლარი ლავანდის აბაზანა (აბაზანა + მთელი სხეულის სკრაბი) - 280 ლარი მინერალებიანი მენთოლის აბაზანა (აბაზანა + მთელი სხეულის სკრაბი) - 280 ლარი ფასში შედის სპა დღე.
რუჯის მოყვარულებს, +40 ქალბატონებს და ყველას ვისაც მიდრეკილება აქვს კანის გამოშრობისკენ გთავაზობთ სპაპროცედურას ძლიერი დამატენიანებელი ეფექტით - „Charm d’Orient ინტენსიური დატენიანება და კვება“.პროცედურა მოიცავს რამდენიმე ეტაპს.საწყისი ეტაპია კანის წმენდა ალმურის ქვის ნაწილაკების შემცველი სკრაბით. წმენდს და კვებავს კანს, ამდიდრებს მინერალებით და ოლიგო-ელემენტებით, ხელს უწყობს ბიობალანსის აღდგენას.შემდეგი ეტაპია სხეულის მასაჟი შის არომატიზებული გამთბარი კარაქით. იგი არგანის ზეთის დანამატით გამოირჩევა უნაზესი სტრუქტურით. შის კარაქი მდიდარია A, D, E და F ვიტამინებით. კვებავს და არბილებს კანს, ანიჭებს მას მეტ ელასტიურობას. გამოირჩევა ძლიერი დამატენიანებელი ეფექტით.პროდუქტის მეტი შეღწევადობისთვის სხეული იფუთება და ამ დროის განმავლობაში მიმდინარეობს სახის, თავის და კისრის მასაჟი.ხანგრძლივობა 90 წთფასი 390 ლარი. პაკეტის ღირებულებაში შედის სპა-სერვისებით სარგებლობა (აუზი, საუნები, თერმული საწოლების ლაუნჯი, ჰიმალაიური მარილის ოთახი).
ჰამამი - 320 ლარი წყვილის ჰამამი - 505 ლარი აღმოსავლური აბანო-ჰამამი აღმოსავლური აბანო ყოველთვის ითვლებოდა ჭეშმარიტი სიამოვნების წყაროდ. ხშირად ხდებოდა სხვა რელიგიების ტაძრებისა და აქა-იქ შემორჩენილი რომაული თერმების გადაკეთება ჰამამად. ამ ტიპის აბანოს განმასხვავებელი თვისებაა განსაკუთრებული ტემპერატურული რეჟიმი. ის არ არის ისეთი ცხელი, როგორც ჩვეულებრივი აბანო ან საუნა (ტემპერატურა 30°C-დან 55°C-მდე მერყეობს), იდეალურია მათთვის, ვისაც არ უყვარს ან ვინც ვერ იტანს მაღალ ტემპერატურას. ბევრისთვის აბანოში წასვლა განსაკუთრებული რიტუალი და, საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილია. ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება იმსჯელო საქმეებზე, გაიგო და გაუზიარო ახალი ამბები. კანის ღრმა წმენდისა და ორგანიზმის დეტოქსიკაციის გარდა ჰამამი განთქმულია ნერვულ სისტემაზე დადებითი ზემოქმედებით. აღმოსავლური აბანო დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ სტრესს, დეპრესიას, შფოთვას. ჰამამის პროცედურა მოიცავს სხეულის წმენდას ქისით, რასაც მოყვება სხეულის ქაფში მასაჟი.
მზად ხართ უმაღლესი მოდუნებისა და განახლებისთვის? დაჯავშნეთ ჩვენი დაცული ონლაინ სისტემით.
+995 32 215 77 15
+995 32 215 88 15
+995 577 228 013
info@samraan.com
ყოველდღე: 10:00 - 22:00
Sam Raan © 2026