„Charm d’Orient ინტენსიური დატენიანება და კვება“
რუჯის მოყვარულებს, +40 ქალბატონებს და ყველას ვისაც მიდრეკილება აქვს კანის გამოშრობისკენ გთავაზობთ სპაპროცედურას ძლიერი დამატენიანებელი ეფექტით - „Charm d’Orient ინტენსიური დატენიანება და კვება“.
პროცედურა მოიცავს რამდენიმე ეტაპს.
საწყისი ეტაპია კანის წმენდა ალმურის ქვის ნაწილაკების შემცველი სკრაბით. წმენდს და კვებავს კანს, ამდიდრებს მინერალებით და ოლიგო-ელემენტებით, ხელს უწყობს ბიობალანსის აღდგენას.
შემდეგი ეტაპია სხეულის მასაჟი შის არომატიზებული გამთბარი კარაქით. იგი არგანის ზეთის დანამატით გამოირჩევა უნაზესი სტრუქტურით. შის კარაქი მდიდარია A, D, E და F ვიტამინებით. კვებავს და არბილებს კანს, ანიჭებს მას მეტ ელასტიურობას. გამოირჩევა ძლიერი დამატენიანებელი ეფექტით.
პროდუქტის მეტი შეღწევადობისთვის სხეული იფუთება და ამ დროის განმავლობაში მიმდინარეობს სახის, თავის და კისრის მასაჟი.
ხანგრძლივობა 90 წთ
ფასი 390 ლარი. პაკეტის ღირებულებაში შედის სპა-სერვისებით სარგებლობა (აუზი, საუნები, თერმული საწოლების ლაუნჯი, ჰიმალაიური მარილის ოთახი).









