რუჯის მოყვარულებს, +40 ქალბატონებს და ყველას ვისაც მიდრეკილება აქვს კანის გამოშრობისკენ გთავაზობთ სპაპროცედურას ძლიერი დამატენიანებელი ეფექტით - „Charm d’Orient ინტენსიური დატენიანება და კვება“.
პროცედურა მოიცავს რამდენიმე ეტაპს.
საწყისი ეტაპია კანის წმენდა ალმურის ქვის ნაწილაკების შემცველი სკრაბით. წმენდს და კვებავს კანს, ამდიდრებს მინერალებით და ოლიგო-ელემენტებით, ხელს უწყობს ბიობალანსის აღდგენას.
შემდეგი ეტაპია სხეულის მასაჟი შის არომატიზებული გამთბარი კარაქით. იგი არგანის ზეთის დანამატით გამოირჩევა უნაზესი სტრუქტურით. შის კარაქი მდიდარია A, D, E და F ვიტამინებით. კვებავს და არბილებს კანს, ანიჭებს მას მეტ ელასტიურობას. გამოირჩევა ძლიერი დამატენიანებელი ეფექტით.
პროდუქტის მეტი შეღწევადობისთვის სხეული იფუთება და ამ დროის განმავლობაში მიმდინარეობს სახის, თავის და კისრის მასაჟი.
სახის დამატენიანებელი პროცედურა (დემაკიაჟი, კანის გაწმენდა, სახის მასაჟი, დამატენიანებელი სახის ნირაბი, სახის კრემის აპლიკაცია ღრმა დამატენიანებელი ეფექტით)
სხეულის სრული განახლება და ჰარმონიზაცია Lymph Detox Dual Package-ით — ლუქს კლასის პროცედურა, რომელიც აერთიანებს სახისა და სხეულის ლიმფოდრენაჟს. თერაპია დაფუძნებულია CosmetisAids-ის პროფესიონალურ კოსმეტიკაზე, რომელიც შეიქმნა ამერიკელი პლასტიკური ქირურგების მიერ და დამტკიცებულია FDA-ს მიერ უსაფრთხოებისა და კლინიკური ეფექტიანობისთვის.
პროცედურის მთავარი კომპონენტია არნიკას ექსტრაქტი, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ანთებას, შეშუპებას და წყლის შეკავებას, ამშვიდებს ტკივილს და კუნთების დაძაბულობას, აქვს ანტისეპტიკური მოქმედება, ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინგრედიენტად ანტიცელულიტურ თერაპიებში.
ბენეფიტები: ლიმფური ნაკადის გააქტიურება და ბუნებრივი დეტოქსის ხელშეწყობა, შეშუპების, სითხის შეკავებისა და ტკივილის შემცირება, კანის ტონის, ელასტიურობისა და ტექსტურის გაუმჯობესება, ანტიცელულიტური ზემოქმედება და სხეულის კონტურის კორექცია, ღრმა რელაქსაცია და სხეულისა და გონების სრული განტვირთვა
პროცედურის ხანგრძლივობა 60 წთ
პროცედურამდე და პროცედურის შემდეგ სპა სივრცეებზე წვდომა დროში შეუზღუდავად.