საცურაო აუზი
საცურაო აუზი
ტრენაჟორების დარბაზი კარდიოვასკულარული სავარჯიშო მოწყობილობებით დაგეხმარებათ კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაში.
გასახდელები
ბარი
ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, თუ რას ვჭამთ და ვსვამთ, მაგრამ განსაცვიფრებლად მცირე ყურადღებას ვუთმობთ ჰაერს, რომლითაც ვსუნთქავთ. ჰიმალაური მარილით მოწყობილი მარილის გამოქვაბულს სამკურნალო ეფექტი აქვს. ბევრი ჩვენთაგანისთვის მარილიანი ჰაერი ზღვის სანაპიროსთან ასოცირდება, მაგრამ, სამედიცინო თვალსაზრისით, მარილის ოთახის მეთოდი ეფუძნება მარილის გამოქვაბულების სამკურნალო თვისებებს, რომლებსაც აღმოსავლეთ ევროპაში ოდითგანვე მიიჩნევდნენ ორგანიზმის მკურნალობის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად. მარილის ზემოქმედება სასიკეთოა კანის ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ფსორიაზი და ეგზემა, ასევე მთელი რიგი რესპირატორული დაავადებების დროს, გაციების, ასთმის, ალერგიისა და ბრონქიტის ჩათვლით.
თერმული სარეცელი გამოირჩევა არა მარტო მთელი რიგი თერაპიული თვისებების ურთიერთშეხამებით, არამედ იმითაც, რომ ხელს უწყობს ორგანიზმში „ცი“ ენერგიის თავისუფალ დინებას. „ცი“ ჩინურად ნიშნავს სიცოცხლისუნარიანობას, სასიცოცხლო ძალას, ან უნივერსალურ სასიცოცხლო ენერგიას, რომელიც ყველაფერში არის და მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. სარეცელის მყარი, თბილი ზედაპირი, რომელიც თქვენი სხეულის კონტურებს იმეორებს, დადებითად ზემოქმედებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე.
ტროპიკული შხაპი საშუალებას გაძლევთ თავი იგრძნოთ წვიმის ქვეშ სხვადასხვა კლიმატურ ზონაში, – შხაპის ცვლადი საცმების, გამაცოცხლებელი არომატების, შთამბეჭდავი შუქურ-ხმოვანი ეფექტების, ელვისა და ჭექა-ქუხილის იმიტაციისა და სპეციალური სპრეების გამოყენების წყალობით. ეს პროცედურა ამძაფრებს შეგრძნებებს, ხელს უწყობს ძალების მობილიზებას და ტონუსის ამაღლებას. ტროპიკულ შხაპს ტყუილად არ ეძახიან პანაცეას მრავალი უბედურებებისგან. ის ახდენს ზოგად გამაჯანსაღებელ მოქმედებას, აქვს შესანიშნავი მატონიზირებელი ეფექტი, ამაღლებს იმუნიტეტს და აუმჯობესებს განწყობას. ეს არის ტროპიკებში მოგზაურობის დაუვიწყარი შეგრძნება - დახუთული, ცხელი დღის შემდეგ ნაზი, მოალერსე წვიმით განცდილი სიამოვნება. ქვის კედლები და რბილი მწვანე განათება დაგეხმარებათ, რომ თავი ნამდვილ ჯუნგლებში იგრძნოთ.
ნამდვილი ფინური საუნა სასიკეთო გავლენას ახდენს ორგანიზმის მდგომარეობაზე, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აღადგენს სიმხნევეს. კანი ხდება მკვრივი და აბრეშუმისებრი. იგრძენით, როგორ დუნდება თქვენი კუნთები, როგორ ქრება ტკივილი და იხსნება დაძაბულობა. ზედმეტი კალორიები იწვება, რაც აახალგაზრდავებს თქვენს კანს, თქვენ სუნთქავთ ღრმად და თავისუფლად.
ბუნებაში არსებობს ერთადერთი ზღვა, რომლის ზედაპირზეც შეიძლება, პირდაპირი მნიშვნელობით, წამოწოლა და მოდუნება. ეს არის მკვდარი ზღვა, რომლის წყალიც, მარილების ჭარბი შემცველობის წყალობით, მაღალი სიმკვრივით გამოირჩევა. ასეთ თავისუფალ წოლას წყალზე ფლოტაციას უწოდებენ. მკვდარი ზღვის მარილების კონცენტრირებული წყალხსნარით სავსე აუზი თქვენს სხეულს უწონადობითა და სიმსუბუქით დაასაჩუქრებს. ზედაპირზე ცურვის თერაპიას ნულამდე დაყავს გრავიტაციის დამამძიმებელი ზემოქმედება. ფლოტაციის აუზში ფრენის შეგრძნება იწვევს ცნობიერების მნიშვნელოვან სასიკეთო ცვლილებებს ენდორფინის – ძლიერი ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებლის – “ბედნიერების ჰორმონის“ გამოყოფის ხარჯზე, რომელიც ცხოვრებით კმაყოფილების შეგრძნების საშუალებას იძლევა და, ამასთან ერთად, აძლიერებს ნულოვანი გრავიტაციის გარემოს სამკურნალო თვისებებს.
30/45 წთ - 40/55 ლარი
3 სესია 30/45 წთ - 102/140 ლარი
10 სესია 30/45 წთ - 320/440 ლარი
კნეიპ თერაპია ეფუძნება ცხელი და ცივი აბაზანის, შხაპის, სავლების მონაცვლეობის პრინციპებს. ჩვენი კნეიპ სპა-აუზი წარმოდგენილია ცხელი და ცივი წყლით ავსებული ავზებისგან. ერთი განყოფილებიდან მეორეში გადასვლა იწვევს სისხლის მიმოქცევის ინტენსივობის ზრდას, რაც აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ხსნის კიდურებში დაძაბულობისა და სიმძიმის შეგრძნებას.
ტრადიციული ფინური საუნის შემდეგ გამაახალგაზრდავებელი ცივი შხაპი კასრიდან. ადამიანის კანის მკვეთრად გაცივება ზემოქმედებს ორგანიზმის თერმული რეგულირების სისტემაზე და აჩქარებს კალორიების მეტაბოლური წვის პროცესებს. ეს ენერგიით აავსებს თქვენს სხეულს და გააღვიძებს თქვენს მიძინებულ სულს. თქვენი კანი და კუნთები გამკვრივდება, იმუნური სისტემა კი გაძლიერდება.
ორთქლის აბანო ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის; მისი გამოყენებისას სისხლის მიმოქცევა უფრო ინტენსიური ხდება, ორგანიზმი თავისუფლდება მავნე ნივთიერებებისაგან, ყელი იწმინდება, ხველა სუსტდება, კანი ხდება რბილი, სუფთა და აბრეშუმივით გლუვი. ორთქლის აბანო ასევე ხელს უწყობს მშვიდ და ღრმა ძილს.