
არომა მასაჟი
ჟასმინი / ლავანდა / შოკოლადი / ვარდი / ფორთოხალი / ნუში / ოქრო
არომათერაპიის დადებითი ზემოქმედება:არომათერაპიული მასაჟის პროცედურის ჩატარებისას გამოიყენება ეთერზეთები, რომლებიც, ერთდროულად ზემოქმედებს რა ყნოსვით და ფიზიკურ დონეებზე, ავლენს სამკურნალო, დამამშვიდებელ და ტონუსის ამამაღლებელ თვისებებს. როგორც წესი, ეთერზეთები ზავდება ძირითად მცენარეულ ზეთში, რომელსაც იღებენ ნუშისგან, გარგრის კურკის ან ყურძნის წიპწებისაგან. მომადუნებელი მასაჟის დროს კარგი ეფექტი აქვს ლავანდას და ბერგამოტს, ხოლო პიტნა და ევკალიპტი გვეხმარება კუნთების ტკივილის მოხსნაში. სტრესისა და შფოთვის მდგომარეობის მოსახსნელად გამოიყენება მცენარეებისგან, ყვავილებისგან, ხილისა და ხის ქერქისგან მიღებული ეთერზეთები. მასაჟის სხვადასხვა ტექნიკასთან შეხამებით ყოველი ინგრედიენტი აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ბიოენერგეტიკასა და ფიზიკურ მდგომარეობაზე, ხოლო ეთერზეთების ნაზავი გამოიყენება კონკრეტული დაავადებების სამკურნალოდ, კერძოდ, რევმატიზმისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლილობის შემთხვევაში

















