Samraan Spa

მასაჟები

არომა მასაჟი
60/90 min

არომა მასაჟი

ეთერზეთების არჩევანი: ჟასმინი / ლავანდა / შოკოლადი / ვარდი / ფორთოხალი / ნუში / ოქრო არომათერაპიის დადებითი ზემოქმედება: არომათერაპიული მასაჟის პროცედურის ჩატარებისას გამოიყენება ეთერზეთები, რომლებიც, ერთდროულად ზემოქმედებს რა ყნოსვით და ფიზიკურ დონეებზე, ავლენს სამკურნალო, დამამშვიდებელ და ტონუსის ამამაღლებელ თვისებებს. როგორც წესი, ეთერზეთები ზავდება ძირითად მცენარეულ ზეთში, რომელსაც იღებენ ნუშისგან, გარგრის კურკის ან ყურძნის წიპწებისაგან. მომადუნებელი მასაჟის დროს კარგი ეფექტი აქვს ლავანდას და ბერგამოტს, ხოლო პიტნა და ევკალიპტი გვეხმარება კუნთების ტკივილის მოხსნაში. სტრესისა და შფოთვის მდგომარეობის მოსახსნელად გამოიყენება მცენარეებისგან, ყვავილებისგან, ხილისა და ხის ქერქისგან მიღებული ეთერზეთები. მასაჟის სხვადასხვა ტექნიკასთან შეხამებით ყოველი ინგრედიენტი აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ბიოენერგეტიკასა და ფიზიკურ მდგომარეობაზე, ხოლო ეთერზეთების ნაზავი გამოიყენება კონკრეტული დაავადებების სამკურნალოდ, კერძოდ, რევმატიზმისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლილობის შემთხვევაში

₾320/₾380
შვედური მასაჟი
60/90 min

შვედური მასაჟი

შვედური მასაჟი კლასიკური შვედური მასაჟის ტრადიცია, რომელიც 1812 წლისთვის ჩამოყალიბდა, დასავლური მასაჟის ტექნიკების უმეტესობათა საფუძველს წარმოადგენს. მასაჟის შვედური სისტემა უფრო ინტენსიურია და ეყრდნობა ხუთ ძირითად მოძრაობას: ხელის გადასმას, დაზელას, დაწოლას, ვიბრაციას და დაკაკუნებას. სეანსის დროს საპოხ საშუალებად გამოიყენება ნუშის ზეთი. შვედური მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის კუნთების დაჭიმვას, ასუსტებს ტკივილს და მუხტავს სხეულს ენერგიით. ეს არის მასაჟის თერაპიის ყველაზე ცნობილი სახეობა. სწორედ მას წარმოვიდგენთ ხოლმე, როდესაც გვესმის სიტყვა „მასაჟი“. შვედური მეთოდიკის მთავარი მიზანია მთელი ორგანიზმის სრული მოდუნება. პროცედურის დაწყებამდე და მისი ჩატარების პროცესში რეკომენდებულია კონსულტაცია გაიაროთ თქვენს თერაპევტთან, რათა სეანსი აკმაყოფილებდეს თქვენს ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს.

₾335/₾405
ტრადიციული ტაილანდური მასაჟი
60/90 min

ტრადიციული ტაილანდური მასაჟი

ტრადიციული ტაილანდური მასაჟი ტრადიციული ტაილანდური მასაჟი – ეს არის ადამიანის ორგანიზმზე კომპლექსური ზემოქმედების უძველესი ფორმა, ჰარმონიული, მარტივი, როგორც ყოველივე გენიალური და, ამასთან ერთად, ძალიან ეფექტური. ენერგეტიკულ არხებსა (სენ) და ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე (ბაწ) ზეწოლის საშუალებით, მასაჟი სხეულის ენერგეტიკულ სისტემაზე ახდენს ზემოქმედებას, რაც ხელს უწყობს ჰარმონიზაციას და სხეულში სასიცოცხლო ენერგიის ნაკადების გათანაბრებას. აღმოსავლური მედიცინის კანონების თანახმად, ყველა დაავადების პირველადი მიზეზი ზედმეტი დაძაბულობა და სტრესია. მასაჟის შემოთავაზებული სახეობა ეხება ჯანმრთელობის არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ გონებრივ და სულიერ შემადგენელ ნაწილებს. ტაილანდური მასაჟი, ანუ „ნუად ბორანი“, წარმოადგენს გამოჯანმრთელების უძველეს მეთოდს ტაილანდში, რომელიც გამოიყენება და თაობიდან თაობას გადაეცემა უკვე 2500 წლის მანძილზე. მასაჟის ტექნიკა ეფუძნება სხეულის სხვადასხვა უბნებზე ზეწოლისა და გაჭიმვის ხერხების მონაცვლეობას, რომელთა შესრულების დროსაც მასაჟისტი იყენებს ხელის ცერა თითებს, იდაყვებს, მკლავებსა და ტერფებს. ამის შედეგად ხდება თქვენი სხეულის ბლოკირებული ენერგეტიკული დინებების ნორმალიზება, რასაც შვება მოაქვს წელის ტკივილის, ართრიტის, თავის ტკივილისა და სტრესულ მდგომარეობასთან დაკავშირებული შეუძლოდ ყოფნის დროს. ტრადიციული ტაილანდური მასაჟი 60/90 წთ - 300/370 ლარი როიალტაი მასაჟი 90 წთ - 405 ლარი

₾300/₾370
აიურვედა
60/90 min

აიურვედა

აბიანგა - მთელი სხაულის ზეთოვანი მასაჟი - 60/90 წთ - 320/380 ლარი შიროდარა - თავის ზეთოვანი მასაჟი - 45 წთ - 265 ლარი აიურვერდა აიურვედული ზეთოვანი მასაჟი სამკურნალო რიტუალია, რომელიც თქვენს სხეულს ანიჭებს ღრმა რელაქსაციისა და ნეტარების შეგრძნებას, აწონასწორებს ემოციებს და კვებავს გონებას. თერაპიის ამ სახეობაში რამდენიმე მეთოდი შედის: აბჰიანგა – აიურვედული მასაჟი ზეთის გამოყენებით; სვედანა – მცენარეული ორთქლის აბაზანა სამკურნალო მცენარეების ნახარშებით. სვედანა ხშირად გამოიყენება ზეთოვანი მასაჟის შემდეგ და მონაწილეობს ორგანიზმის ყველა სისტემის კომპლექსურ წმენდასა და აღდგენაში; შიროდჰარა („შირო“ – „თავი“, „დჰარა“ – „დინება“) – პროცედურა, რომელიც ააქტიურებს გამოჯანსაღების ბუნებრივ მექანიზმებს და აღმოფხვრის ნერვული სისტემის დისჰარმონიას ფიზიკური და ემოციური ბალანსის შექმნის ხარჯზე. სეანსის მსვლელობისას თბილი ზეთი უწყვეტ ნაკადად მოედინება პაციენტის შუბლზე, რის შემდეგაც მასაჟის მოძრაობებით ხდება მისი შეზელა თავსა და მხრებზე.

₾320/₾380
ჰამამი - თურქული აბანო
45

ჰამამი - თურქული აბანო

ჰამამი - 320ლარი წყვილის ჰამამი - 505 ლარი აღმოსავლური აბანო-ჰამამი აღმოსავლური აბანო ყოველთვის ითვლებოდა ჭეშმარიტი სიამოვნების წყაროდ. ხშირად ხდებოდა სხვა რელიგიების ტაძრებისა და აქა-იქ შემორჩენილი რომაული თერმების გადაკეთება ჰამამად. ამ ტიპის აბანოს განმასხვავებელი თვისებაა განსაკუთრებული ტემპერატურული რეჟიმი. ის არ არის ისეთი ცხელი, როგორც ჩვეულებრივი აბანო ან საუნა (ტემპერატურა 30°C-დან 55°C-მდე მერყეობს), იდეალურია მათთვის, ვისაც არ უყვარს ან ვინც ვერ იტანს მაღალ ტემპერატურას. ბევრისთვის აბანოში წასვლა განსაკუთრებული რიტუალი და, საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილია. ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება იმსჯელო საქმეებზე, გაიგო და გაუზიარო ახალი ამბები. კანის ღრმა წმენდისა და ორგანიზმის დეტოქსიკაციის გარდა ჰამამი განთქმულია ნერვულ სისტემაზე დადებითი ზემოქმედებით. აღმოსავლური აბანო დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ სტრესს, დეპრესიას, შფოთვას. ჰამამის პროცედურა მოიცავს სხეულის წმენდას ქისით, რასაც მოყვება სხეულის ქაფში მასაჟი.

₾320
მასაჟი ბალახის ტომსიკებით
60/90 min

მასაჟი ბალახის ტომსიკებით

მასაჟი ბალახის ტომსიკებით მასაჟს ბალახის ტომსიკებით ბევრი დადებითი თვისება აქვს. მისი სხვადასხვაგვარი ზემოქმედება ორგანიზმზე დამოკიდებულია კომპრესის დასამზადებლად გამოყენებულ მცენარეებზე, არჩეულ მეთოდიკასა და პროცედურის ხანგრძლივობაზე. ამ ტიპის მასაჟი ხშირად გამოიყენება კომპლექსურად ტრადიციულ ტაილანდურ მასაჟთან ერთად. მცენარეული კომპრესის სამკურნალო არომატები და თერმული თვისებები განსაკუთრებით ეფექტურია რესპირატორული დაავადებების, მათ შორის ასთმის, ბრონქიტის, გრიპის მკურნალობისას. ბალახის მასაჟი შესამჩნევად აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას, ხსნის სტრესს, შფოთვასა და დაღლილობას, იწვევს ღრმა რელაქსაციის შეგრძნებას, ახდენს ორგანიზმის ქსოვილების სტიმულირებას. ეს კომპლექსური მკურნალობა ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ახდენს დამამშვიდებელ ზეგავლენას და მუხტავს დადებითი ენერგიით.

₾270/₾340
ზურგის მასაჟი
30/45 min

ზურგის მასაჟი

ზურგის მასაჟი ზურგის მასაჟი ფოკუსირებულია ზურგის, კისრისა და მხრების არეში დაგროვილი დაძაბულობისა და დისკომფორტის მოხსნაზე. სპეციალური მასაჟის ტექნიკები ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და სიმსუბუქისა და კომფორტის შეგრძნების აღდგენას. სარგებელი: ხსნის კუნთების დაძაბულობასა და დაჭიმულობას ამცირებს დისკომფორტს ზურგისა და მხრების არეში ხელს უწყობს რელაქსაციას და სტრესის შემცირებას აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას აღადგენს სიმსუბუქისა და კომფორტის შეგრძნებას ზურგის მასაჟი - 30 min - 220 ლარი ზურგის & თავის მასაჟი - 45 წთ - 250 ლ წყვილის ზურგის მასაჟი - 410 ლარი

₾220/₾250
LYMPH DETOX DUAL

LYMPH DETOX DUAL

LYMPH DETOX DUAL ლუქს კლასის პროცედურა, რომელიც აერთიანებს სახისა და სხეულის ლიმფოდრენაჟს. თერაპია დაფუძნებულია CosmetisAids-ის პროფესიონალურ კოსმეტიკაზე, რომელიც შეიქმნა ამერიკელი პლასტიკური ქირურგების მიერ და დამტკიცებულია FDA-ს მიერ უსაფრთხოებისა და კლინიკური ეფექტიანობისთვის. პროცედურის მთავარი კომპონენტია არნიკას ექსტრაქტი, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ანთებას, შეშუპებას და წყლის შეკავებას, ამშვიდებს ტკივილს და კუნთების დაძაბულობას, აქვს ანტისეპტიკური მოქმედება, ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინგრედიენტად ანტიცელულიტურ თერაპიებში. ბენეფიტები: ლიმფური ნაკადის გააქტიურება და ბუნებრივი დეტოქსის ხელშეწყობა, შეშუპების, სითხის შეკავებისა და ტკივილის შემცირება, კანის ტონის, ელასტიურობისა და ტექსტურის გაუმჯობესება, სხეულის კონტურის კორექცია, ღრმა რელაქსაცია და სხეულისა და გონების სრული განტვირთვა

₾320
ანტიცელულიტური მასაჟები
60/90 min

ანტიცელულიტური მასაჟები

ანტიცელულიტური მასაჟი - 60/90 წთ - 270/340 ლარი ანტიცელულიტური პროვედურა სხეულის პრობლემურ ზონებზე (სკარბი/გადახვევა/მასაჟი) - 75 წთ - 280 ლარი. გამამკვრივებელი და მაკორექტირებელი პროცედურა (ექსფოლიაცია კრემ-სკრაბით & გამამკვრივებელი მასაჟი) - 60 წთ - 270 ლარი ლიმფო-დრენაჟი (60 წთ) - 260 ლარი ანტიცელულიტური მასაჟები ცელულიტის საწინააღმდეგო ფი-ტო-არომატული მასაჟი არის სხეულის საერთო, ან ლოკალური მასაჟი, რომელიც ზემოქმედებს სხეულის ცელულიტის დაგროვებისაკენ მიდრეკილ უბნებზე (ფეხები, დუნდულები, ხელების ზედა ნაწილები). ცელულიტის მკურნალობის მანუალური მეთოდების გამოყენებისას ხდება მეტაბოლიზმის პროდუქტების სწრაფი გამოყოფა, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ლიმფური დრენაჟი. ცელულიტის საწინააღმდეგო მასაჟი მრავალმხრივ სასარგებლოა: ამცირებს „ფორთოხლის ქერქის“ ეფექტს, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კანის გარეგნულ სახეს, მისი დარბილებისა და ტონუსის ამაღლების გზით. ცელულიტის საწინააღმდეგო მასაჟის რეგულარული სეანსები სისხლის მიკროცირკულაციის სტიმულირებას ახდენს, სხეულს უბრუნებს სიმკვრივეს, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას დაავადებებისადმი და აჩქარებს დაზიანებული კუნთების აღდგენის პროცესს.

₾270/₾340

მოგვინახულეთ

მოგიწვევთ სამრაანში სიმყუდროვისა და განახლებისთვის.

დაჯავშნეთ

მზად ხართ უმაღლესი მოდუნებისა და განახლებისთვის? დაჯავშნეთ ჩვენი დაცული ონლაინ სისტემით.

დაჯავშნა ონლაინ

მისამართი

300 არაგველის ქ. 24 / იალბუზის ქ. 14, თბილისი, საქართველო

ელფოსტა

info@samraan.com

საათები

ყოველდღე: 10:00 - 22:00

Sam Raan © 2026

ბალინეზური მასაჟი