
ტრადიციული ტაილანდური მასაჟი
ტრადიციული ტაილანდური მასაჟი
ტრადიციული ტაილანდური მასაჟი – ეს არის ადამიანის ორგანიზმზე კომპლექსური ზემოქმედების უძველესი ფორმა, ჰარმონიული, მარტივი, როგორც ყოველივე გენიალური და, ამასთან ერთად, ძალიან ეფექტური. ენერგეტიკულ არხებსა (სენ) და ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე (ბაწ) ზეწოლის საშუალებით, მასაჟი სხეულის ენერგეტიკულ სისტემაზე ახდენს ზემოქმედებას, რაც ხელს უწყობს ჰარმონიზაციას და სხეულში სასიცოცხლო ენერგიის ნაკადების გათანაბრებას. აღმოსავლური მედიცინის კანონების თანახმად, ყველა დაავადების პირველადი მიზეზი ზედმეტი დაძაბულობა და სტრესია. მასაჟის შემოთავაზებული სახეობა ეხება ჯანმრთელობის არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ გონებრივ და სულიერ შემადგენელ ნაწილებს. ტაილანდური მასაჟი, ანუ „ნუად ბორანი“, წარმოადგენს გამოჯანმრთელების უძველეს მეთოდს ტაილანდში, რომელიც გამოიყენება და თაობიდან თაობას გადაეცემა უკვე 2500 წლის მანძილზე. მასაჟის ტექნიკა ეფუძნება სხეულის სხვადასხვა უბნებზე ზეწოლისა და გაჭიმვის ხერხების მონაცვლეობას, რომელთა შესრულების დროსაც მასაჟისტი იყენებს ხელის ცერა თითებს, იდაყვებს, მკლავებსა და ტერფებს. ამის შედეგად ხდება თქვენი სხეულის ბლოკირებული ენერგეტიკული დინებების ნორმალიზება, რასაც შვება მოაქვს წელის ტკივილის, ართრიტის, თავის ტკივილისა და სტრესულ მდგომარეობასთან დაკავშირებული შეუძლოდ ყოფნის დროს.
ტრადიციული ტაილანდური მასაჟი 60/90 წთ - 300/370 ლარი
როიალტაი მასაჟი 90 წთ - 405 ლარი

















