ეთერზეთების არჩევანი: ჟასმინი / ლავანდა / შოკოლადი / ვარდი / ფორთოხალი / ნუში / ოქრო არომათერაპიის დადებითი ზემოქმედება: არომათერაპიული მასაჟის პროცედურის ჩატარებისას გამოიყენება ეთერზეთები, რომლებიც, ერთდროულად ზემოქმედებს რა ყნოსვით და ფიზიკურ დონეებზე, ავლენს სამკურნალო, დამამშვიდებელ და ტონუსის ამამაღლებელ თვისებებს. როგორც წესი, ეთერზეთები ზავდება ძირითად მცენარეულ ზეთში, რომელსაც იღებენ ნუშისგან, გარგრის კურკის ან ყურძნის წიპწებისაგან. მომადუნებელი მასაჟის დროს კარგი ეფექტი აქვს ლავანდას და ბერგამოტს, ხოლო პიტნა და ევკალიპტი გვეხმარება კუნთების ტკივილის მოხსნაში. სტრესისა და შფოთვის მდგომარეობის მოსახსნელად გამოიყენება მცენარეებისგან, ყვავილებისგან, ხილისა და ხის ქერქისგან მიღებული ეთერზეთები. მასაჟის სხვადასხვა ტექნიკასთან შეხამებით ყოველი ინგრედიენტი აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ბიოენერგეტიკასა და ფიზიკურ მდგომარეობაზე, ხოლო ეთერზეთების ნაზავი გამოიყენება კონკრეტული დაავადებების სამკურნალოდ, კერძოდ, რევმატიზმისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლილობის შემთხვევაში
შვედური მასაჟი კლასიკური შვედური მასაჟის ტრადიცია, რომელიც 1812 წლისთვის ჩამოყალიბდა, დასავლური მასაჟის ტექნიკების უმეტესობათა საფუძველს წარმოადგენს. მასაჟის შვედური სისტემა უფრო ინტენსიურია და ეყრდნობა ხუთ ძირითად მოძრაობას: ხელის გადასმას, დაზელას, დაწოლას, ვიბრაციას და დაკაკუნებას. სეანსის დროს საპოხ საშუალებად გამოიყენება ნუშის ზეთი. შვედური მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის კუნთების დაჭიმვას, ასუსტებს ტკივილს და მუხტავს სხეულს ენერგიით. ეს არის მასაჟის თერაპიის ყველაზე ცნობილი სახეობა. სწორედ მას წარმოვიდგენთ ხოლმე, როდესაც გვესმის სიტყვა „მასაჟი“. შვედური მეთოდიკის მთავარი მიზანია მთელი ორგანიზმის სრული მოდუნება. პროცედურის დაწყებამდე და მისი ჩატარების პროცესში რეკომენდებულია კონსულტაცია გაიაროთ თქვენს თერაპევტთან, რათა სეანსი აკმაყოფილებდეს თქვენს ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს.
ბალინური მასაჟი იდეალური საშუალებაა სხეულისა და გონების ჰარმონიის აღსადგენად. ხელს უწყობს სტრესის შემცირებას, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს კუნთების დაძაბულობას, ხელს უწყობს სხეულის დეტოქსიკაციას, კვებავს და არბილებს კანს. ბალინური მასაჟი მოიცავს ზომიერ დაჭიმვას, აკუპრესურას, რეფლექსოლოგიას, არომათერაპიული ზეთების გამოყენებით.
ტრადიციული ტაილანდური მასაჟი ტრადიციული ტაილანდური მასაჟი – ეს არის ადამიანის ორგანიზმზე კომპლექსური ზემოქმედების უძველესი ფორმა, ჰარმონიული, მარტივი, როგორც ყოველივე გენიალური და, ამასთან ერთად, ძალიან ეფექტური. ენერგეტიკულ არხებსა (სენ) და ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე (ბაწ) ზეწოლის საშუალებით, მასაჟი სხეულის ენერგეტიკულ სისტემაზე ახდენს ზემოქმედებას, რაც ხელს უწყობს ჰარმონიზაციას და სხეულში სასიცოცხლო ენერგიის ნაკადების გათანაბრებას. აღმოსავლური მედიცინის კანონების თანახმად, ყველა დაავადების პირველადი მიზეზი ზედმეტი დაძაბულობა და სტრესია. მასაჟის შემოთავაზებული სახეობა ეხება ჯანმრთელობის არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ გონებრივ და სულიერ შემადგენელ ნაწილებს. ტაილანდური მასაჟი, ანუ „ნუად ბორანი“, წარმოადგენს გამოჯანმრთელების უძველეს მეთოდს ტაილანდში, რომელიც გამოიყენება და თაობიდან თაობას გადაეცემა უკვე 2500 წლის მანძილზე. მასაჟის ტექნიკა ეფუძნება სხეულის სხვადასხვა უბნებზე ზეწოლისა და გაჭიმვის ხერხების მონაცვლეობას, რომელთა შესრულების დროსაც მასაჟისტი იყენებს ხელის ცერა თითებს, იდაყვებს, მკლავებსა და ტერფებს. ამის შედეგად ხდება თქვენი სხეულის ბლოკირებული ენერგეტიკული დინებების ნორმალიზება, რასაც შვება მოაქვს წელის ტკივილის, ართრიტის, თავის ტკივილისა და სტრესულ მდგომარეობასთან დაკავშირებული შეუძლოდ ყოფნის დროს. ტრადიციული ტაილანდური მასაჟი 60/90 წთ - 300/370 ლარი როიალტაი მასაჟი 90 წთ - 405 ლარი
ტანდემ მასაჟი „ოთხი ხელით“ მასაჟის თერაპია გულისხმობს ორი თერაპევტის ერთობლივ მუშაობას, რომლებიც სხეულის ოთხი სხვადასხვა წერტილის კომპლექსურ მასაჟს ატარებენ. როგორც წესი, კლიენტი ითხოვს, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ სხეულის გარკვეულ ნაწილებს, მაგალითად, ზურგს ან ფეხებს და, ამგვარად, სპეციალისტებს შეუძლიათ განსაზღვრონ კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრის საუკეთესო საშუალებები.
ღვინის თერაპია სხეულისთვის - 90 წთ - 410 ლარი სხეულის სკრაბი ყურძნის წიპწებით მასაჟი ანტიოქსიდანტური ზეთით
აშიაცუ აშიაცუ – ფეხით მასაჟის ტექნიკა საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა ბუდისტი ბერების მიერ. სეანსის დროს თერაპევტი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დადის თქვენს ზურგზე, ხელებით ძელს ან სხვა საყრდენს ეჭიდება და ზეწოლისთვის თავისი სხეულის მთელ წონას იყენებს. აშიაცუ გარკვეულწილად წონასწორობის აღდგენას გულისხმობს. აშიაცუ იაპონურად „ტერფით“ („აში“) „დაწოლას“ („აცუ“) ნიშნავს, მაგრამ აღფრთოვანებული კლიენტები ამ მეთოდს, არც მეტი, არც ნაკლები, „ზეციურ სიამოვნებად“ მოიხსენიებენ.
აბიანგა - მთელი სხაულის ზეთოვანი მასაჟი - 60/90 წთ - 320/380 ლარი შიროდარა - თავის ზეთოვანი მასაჟი - 45 წთ - 265 ლარი აიურვერდა აიურვედული ზეთოვანი მასაჟი სამკურნალო რიტუალია, რომელიც თქვენს სხეულს ანიჭებს ღრმა რელაქსაციისა და ნეტარების შეგრძნებას, აწონასწორებს ემოციებს და კვებავს გონებას. თერაპიის ამ სახეობაში რამდენიმე მეთოდი შედის: აბჰიანგა – აიურვედული მასაჟი ზეთის გამოყენებით; სვედანა – მცენარეული ორთქლის აბაზანა სამკურნალო მცენარეების ნახარშებით. სვედანა ხშირად გამოიყენება ზეთოვანი მასაჟის შემდეგ და მონაწილეობს ორგანიზმის ყველა სისტემის კომპლექსურ წმენდასა და აღდგენაში; შიროდჰარა („შირო“ – „თავი“, „დჰარა“ – „დინება“) – პროცედურა, რომელიც ააქტიურებს გამოჯანსაღების ბუნებრივ მექანიზმებს და აღმოფხვრის ნერვული სისტემის დისჰარმონიას ფიზიკური და ემოციური ბალანსის შექმნის ხარჯზე. სეანსის მსვლელობისას თბილი ზეთი უწყვეტ ნაკადად მოედინება პაციენტის შუბლზე, რის შემდეგაც მასაჟის მოძრაობებით ხდება მისი შეზელა თავსა და მხრებზე.
ჰამამი - 320ლარი წყვილის ჰამამი - 505 ლარი აღმოსავლური აბანო-ჰამამი აღმოსავლური აბანო ყოველთვის ითვლებოდა ჭეშმარიტი სიამოვნების წყაროდ. ხშირად ხდებოდა სხვა რელიგიების ტაძრებისა და აქა-იქ შემორჩენილი რომაული თერმების გადაკეთება ჰამამად. ამ ტიპის აბანოს განმასხვავებელი თვისებაა განსაკუთრებული ტემპერატურული რეჟიმი. ის არ არის ისეთი ცხელი, როგორც ჩვეულებრივი აბანო ან საუნა (ტემპერატურა 30°C-დან 55°C-მდე მერყეობს), იდეალურია მათთვის, ვისაც არ უყვარს ან ვინც ვერ იტანს მაღალ ტემპერატურას. ბევრისთვის აბანოში წასვლა განსაკუთრებული რიტუალი და, საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილია. ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება იმსჯელო საქმეებზე, გაიგო და გაუზიარო ახალი ამბები. კანის ღრმა წმენდისა და ორგანიზმის დეტოქსიკაციის გარდა ჰამამი განთქმულია ნერვულ სისტემაზე დადებითი ზემოქმედებით. აღმოსავლური აბანო დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ სტრესს, დეპრესიას, შფოთვას. ჰამამის პროცედურა მოიცავს სხეულის წმენდას ქისით, რასაც მოყვება სხეულის ქაფში მასაჟი.
ლომი ლომი (Lumi Lumi) – ჰავაიური მასაჟის მეთოდი, რომელიც აღადგენს სხეულისა და გონების ჰარმონიას. ლომი ლომი არის ჰავაიური მასაჟის უნიკალური ტექნიკა, რომელიც გამოირჩევა უწყვეტი, რბილი და ტალღისმაგვარი მოძრაობებით. თუნდაც ერთი სესია ქმნის ღრმა რელაქსაციას, ხსნის დაძაბულობას და აბალანსებს ენერგიას. ბენეფიტები: ღრმა რელაქსაცია, სტრესისა და დაღლილობის შემცირება, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, ენერგეტიკული ბალანსის აღდგენა, ემოციური განტვირთვა.
მასაჟი ბალახის ტომსიკებით მასაჟს ბალახის ტომსიკებით ბევრი დადებითი თვისება აქვს. მისი სხვადასხვაგვარი ზემოქმედება ორგანიზმზე დამოკიდებულია კომპრესის დასამზადებლად გამოყენებულ მცენარეებზე, არჩეულ მეთოდიკასა და პროცედურის ხანგრძლივობაზე. ამ ტიპის მასაჟი ხშირად გამოიყენება კომპლექსურად ტრადიციულ ტაილანდურ მასაჟთან ერთად. მცენარეული კომპრესის სამკურნალო არომატები და თერმული თვისებები განსაკუთრებით ეფექტურია რესპირატორული დაავადებების, მათ შორის ასთმის, ბრონქიტის, გრიპის მკურნალობისას. ბალახის მასაჟი შესამჩნევად აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას, ხსნის სტრესს, შფოთვასა და დაღლილობას, იწვევს ღრმა რელაქსაციის შეგრძნებას, ახდენს ორგანიზმის ქსოვილების სტიმულირებას. ეს კომპლექსური მკურნალობა ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ახდენს დამამშვიდებელ ზეგავლენას და მუხტავს დადებითი ენერგიით.
ამ თერაპიის საფუძველია გაცხელებული ქვების წერტილოვანი ზემოქმედება სხეულის განსაზღვრულ უბნებზე, რის წყალობითაც კუნთები დუნდება და მასაჟისტს საშუალება ეძლევა იმოქმედოს კუნთოვანი ქსოვილის ღმა ფენებზე.
ზურგის მასაჟი ზურგის მასაჟი ფოკუსირებულია ზურგის, კისრისა და მხრების არეში დაგროვილი დაძაბულობისა და დისკომფორტის მოხსნაზე. სპეციალური მასაჟის ტექნიკები ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და სიმსუბუქისა და კომფორტის შეგრძნების აღდგენას. სარგებელი: ხსნის კუნთების დაძაბულობასა და დაჭიმულობას ამცირებს დისკომფორტს ზურგისა და მხრების არეში ხელს უწყობს რელაქსაციას და სტრესის შემცირებას აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას აღადგენს სიმსუბუქისა და კომფორტის შეგრძნებას ზურგის მასაჟი - 30 min - 220 ლარი ზურგის & თავის მასაჟი - 45 წთ - 250 ლ წყვილის ზურგის მასაჟი - 410 ლარი
კრანიუალური მასაჟი (თავი, კისერი, მხრები) - 30 წთ კრანიალური მასაჟი მოიცავს შემდეგ ზონებს - თავი, კისერი, მხრები. ხსნის სტრესულ მდგომარეობას შვება მოაქვს თავის ტკივილისა და კისრის დაჭიმულობის დროს ახდენს ფსიქოემოციური ფონის ჰარმონიზაციას
ფეხის მასაჟი ფეხის მასაჟი - უნიკალური სარელაქსაციო პროცედურაა, რომელიც ხსნის დაღლილობას, ზრდის კიდურებისა და მთელი სხეულის კუნთების ტონუსს. ფეხისგულის ზედაპირზე უამრავი ნერვული დაბოლოებაა, რომელთაც პირდაპირი გავლენა აქვთ ადამიანის ზოგად მდგომარეობაზე.
LYMPH DETOX DUAL ლუქს კლასის პროცედურა, რომელიც აერთიანებს სახისა და სხეულის ლიმფოდრენაჟს. თერაპია დაფუძნებულია CosmetisAids-ის პროფესიონალურ კოსმეტიკაზე, რომელიც შეიქმნა ამერიკელი პლასტიკური ქირურგების მიერ და დამტკიცებულია FDA-ს მიერ უსაფრთხოებისა და კლინიკური ეფექტიანობისთვის. პროცედურის მთავარი კომპონენტია არნიკას ექსტრაქტი, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ანთებას, შეშუპებას და წყლის შეკავებას, ამშვიდებს ტკივილს და კუნთების დაძაბულობას, აქვს ანტისეპტიკური მოქმედება, ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინგრედიენტად ანტიცელულიტურ თერაპიებში. ბენეფიტები: ლიმფური ნაკადის გააქტიურება და ბუნებრივი დეტოქსის ხელშეწყობა, შეშუპების, სითხის შეკავებისა და ტკივილის შემცირება, კანის ტონის, ელასტიურობისა და ტექსტურის გაუმჯობესება, სხეულის კონტურის კორექცია, ღრმა რელაქსაცია და სხეულისა და გონების სრული განტვირთვა
ანტიცელულიტური მასაჟი - 60/90 წთ - 270/340 ლარი ანტიცელულიტური პროვედურა სხეულის პრობლემურ ზონებზე (სკარბი/გადახვევა/მასაჟი) - 75 წთ - 280 ლარი. გამამკვრივებელი და მაკორექტირებელი პროცედურა (ექსფოლიაცია კრემ-სკრაბით & გამამკვრივებელი მასაჟი) - 60 წთ - 270 ლარი ლიმფო-დრენაჟი (60 წთ) - 260 ლარი ანტიცელულიტური მასაჟები ცელულიტის საწინააღმდეგო ფი-ტო-არომატული მასაჟი არის სხეულის საერთო, ან ლოკალური მასაჟი, რომელიც ზემოქმედებს სხეულის ცელულიტის დაგროვებისაკენ მიდრეკილ უბნებზე (ფეხები, დუნდულები, ხელების ზედა ნაწილები). ცელულიტის მკურნალობის მანუალური მეთოდების გამოყენებისას ხდება მეტაბოლიზმის პროდუქტების სწრაფი გამოყოფა, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ლიმფური დრენაჟი. ცელულიტის საწინააღმდეგო მასაჟი მრავალმხრივ სასარგებლოა: ამცირებს „ფორთოხლის ქერქის“ ეფექტს, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კანის გარეგნულ სახეს, მისი დარბილებისა და ტონუსის ამაღლების გზით. ცელულიტის საწინააღმდეგო მასაჟის რეგულარული სეანსები სისხლის მიკროცირკულაციის სტიმულირებას ახდენს, სხეულს უბრუნებს სიმკვრივეს, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას დაავადებებისადმი და აჩქარებს დაზიანებული კუნთების აღდგენის პროცესს.
წყვილებისთვის განკუთვნილი სპა პროცედურები საშუალებას გაძლევთ ერთად განიტვირთოთ, მოიხსნათ დაძაბულობა და გაატაროთ ერთად სასიამოვნო და ხარისხიანი დრო, მიიღოთ რელაქსაციის განსაკუთრებული გამოცდილება მშვიდ და კომფორტულ გარემოში. აირჩიეთ პროცედურა და შექმენით დაუვიწყარი გამოცდილება წყვილის არომამასაჟი - 60/90 წთ - 500/640 ლარი წყვილის შვედური მასაჟი - 60/90 წთ - 530/670 ლარი წყვილის ჰამამი - 45 წთ - 500 ლარი წყვილის ზურგის მასაჟი - 30 წთ - 410 ლარი წყვილის კრანიალური მასაჟი (თავი, მხრები, კისერი) - 30 წთ - 400 ლარი
მსუბუქი სარელაქსაციო მასაჟი (45 წთ) - 270 ლარი კრანიალური მასაჟი (თავი, კისერი, მხრები) 30 წთ - 210 ლარი მასაჟის დასაშვები ვადები 4-7თვის ორსულობა. ვშეათანხმეთ სპა-ვიზიტი თქვენს ექიმთან. გისურვებთ ჯანმრთელობას!
მზად ხართ უმაღლესი მოდუნებისა და განახლებისთვის? დაჯავშნეთ ჩვენი დაცული ონლაინ სისტემით.
+995 32 215 77 15
+995 32 215 88 15
+995 577 228 013
info@samraan.com
ყოველდღე: 10:00 - 22:00
Sam Raan © 2026