
აღმოსავლური
აღმოსავლური აბანო ყოველთვის ითვლებოდა ჭეშმარიტი სიამოვნების წყაროდ. კანის ღრმა წმენდისა და ორგანიზმის დეტოქსიკაციის გარდა ჰამამი განთქმულია ნერვულ სისტემაზე დადებითი ზემოქმედებით. აღმოსავლური აბანო დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ სტრესს, დეპრესიას, შფოთვას, პროცედურა იწყება ორთქლის საუნით, შემდეგ წვებით თბილ მარმარილოზე და გიტარდებათ სხეულის გაწმენდა ქისით და საპნის ქაფში მასაჟი, რომელიც ებრძვის კუნთების ტკივილს და მაღალ წნევას. ამ ტიპის აბანოს განმასხვავებელი თვისებაა განსაკუთრებული ტემპერატურული რეჟიმი. ის არ არის ისეთი ცხელი, როგორც ჩვეულებრივი აბანო ან საუნა (ტემპერატურა 30°C-დან 55°C-მდე მერყეობს), იდეალურია მათთვის, ვისაც არ უყვარს ან ვინც ვერ იტანს მაღალ ტემპერატურას. ბევრისთვის აბანოში წასვლა განსაკუთრებული რიტუალი და, საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილია. ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება იმსჯელო საქმეებზე, გაიგო და გაუზიარო ახალი ამბები.





























