
საცურაო აუზი
საცურაო აუზი
დახურული საცურაო აუზი ჩვენი სპა სივრცის ერთ-ერთი მთავარი დასვენებისა და განტვირთვის ზონაა, რომელიც შექმნილია მაქსიმალური კომფორტისა და რელაქსაციისთვის. აუზის სიღრმე შეადგენს 160 სმ-ს და იდეალურად არის მორგებული როგორც თავისუფალი ცურვისთვის, ასევე მშვიდი დასვენებისთვის.
აუზი აღჭურვილია თანამედროვე ჰიდრომასაჟორებით, რომლებიც მიმართულია სხეულის სხვადასხვა ზონაზე და ხელს უწყობს კუნთების მოდუნებასა და დაძაბულობის მოხსნას. დამატებით აუზში განთავსებულია ჩანჩქერები, რომლებიც ქმნის სასიამოვნო მასაჟის ეფექტს, ასევე წყალქვეშა საწოლები, სადაც შეგიძლიათ სრულად მოდუნდეთ და ისიამოვნოთ წყლის ნაზი ზემოქმედებით.
აუზის ტერიტორიაზე განთავსებულია მოსასვენებელი შეზლონგები და ბარის ლაუნჯი, სადაც შეგიძლიათ მიირთვათ გამაგრილებელი სასმელები და გააგრძელოთ დასვენება სასიამოვნო გარემოში.





























